MIZNEBI.GE – უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ვებსაიტი ან მოსახერხებელი სერვისები. ეს არის ახალი ფილოსოფია, ურთიერთობის ფორმა იდეის გენერატორებს, პროექტის ავტორებსა და მათ აუდიტორიას შორის. ჩვენ ინტერნეტში შევქმენით ეკოსისტემა, რომელიც გავლენას ახდენს ოფლაინ ცხოვრებაზე და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ხალხს თვითრეალიზაციისთვის.
ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა კატეგორიის პროექტებს: მუსიკა, განათლება, კულინარია, მედია, მოდა, სპორტი, ტექნოლოგია, ტურიზმი, ცხოველები, წარმოება, ხელოვნება.