სერფინგი ის სპორტია, რომელიც ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებს თავისი სილამაზით და დინამიკით. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მონდომებია ტალღებზე სრიალი. იმისთვის, რომ საქართველოშიც მოხდეს სპორტის ამ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ექსტრემალური სახეობის განვითარება, გვჭირდება სერფინგის რამდენიმე დაფა, რომლის შეძენის შემთხვევაშიც ქართველი პროფესიონალი სერფერი, ჯეი სურგულაძე ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლის სპორტის ამ ეგზოტიკურ სახეობას. თქვენ გაქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ახალი სპორტის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც თქვენს მიერ ჩარიცხული მცირედი თანხაც საკმარისი იქნება. ამ კარგ საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენგან სიმბოლურად მადლობის სიგელსაც მიიღებთ.