2020 წელს საახალწლოდ ფოთის ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ და აღსაზრდელებს სხვადასხვა საჩუქრები გადავეცით.
ჩვენმა სტუმრობამ ბავშვები ძალიან გაახარა, უნდა გენახათ როგორი ბედნიერი და გაბრწყინებული თვალები ჰქონდათ, მათ ხომ ჩვენგან ყველაზე მეტად სითბო და ყურადღება სჭირდებათ…
გვინდა, რომ აღნიშნული აქცია ამ წელსაც განვახორციელოთ და ბავშვების სურვილები, რომელიც წერილების სახით გადმოგვცეს თქვენი დახმარებით ავასრულოთ…
თქვენს მიერ ჩარიცხული თითოეული ლარი საიტზე ღიად აისახება, შეგროვებული თანხა კი სრულად მოხმარდება პატარების სურვილების ასრულებას…
ამ წერილებთან ერთად, ბავშვების საერთო სურვილია ჰქონდეთ რბილი ავეჯი (მდივანი).
იხილეთ ბავშვების სურვილები:






